logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ვისაც ჰგონია, რომ საქართველოს მონაწილეობა უკრაინის პრობლემის გადაჭრაში ფეისბუქზე უკრაინის დროშის დაყენებით განისაზღვრება, მათ მწირ აზროვნებას ან რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმას აჩვენებს
- +

26 იანვარი. 2022. 14:28

 

„დღეს, რუსეთის პოტენციური აგრესიისა და საერთო დაძაბულობის ფონზე საქართველო დასავლეთის საკმაოდ აქტუალური პარტნიორია, რაც პირდაპირ გვაჩვენებს ჩვენს მნიშვნელობას საერთაშორისო ჩართულობაში“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი გია გაბრიჭიძე პარლამენტის თავმჯდომარის ბრიუსელში ვიზიტს.

 

„საპარლამენტო დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე. ვიზიტის ფარგლებში. გაიმართება შეხვედრა, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილესთან. ეს არის ერთის შეხედვით მხოლოდ მშრალი ინფორმაცია, რომლიდანაც პირდაპირ ჩანს, რომ დღეს, რუსეთის პოტენციური აგრესიისა და საერთო დაძაბულობის ფონზე საქართველო დასავლეთის საკმაოდ აქტუალური პარტნიორია, რაც პირდაპირ გვაჩვენებს ჩვენს მნიშვნელობას საერთშორისო ჩართულობაში. რაც შეეხება იმ ტიპებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ საქართველოს მონაწილეობა უკრაინის (და ჩვენი) პრობლემის გადაჭრაში ფეისბუქ-ავატარზე უკრაინის დროშის დაყენებით, კონცერტებით და რაღაც უაზრო მოთხოვნებით (მაგ: გავგზავნოთ ჯარი და იარაღი) განისაზღვრება, უბრალოდ ან მათს მწირ აზროვნებას, ან რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმას აჩვენებს“, - წერს გაბრიჭიძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner