logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი საჭიროც რომ არის და დროულიც, ამას ვიზიტის შედეგები მალე გვაჩვენებს
- +

26 იანვარი. 2022. 14:29

 

„პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში მართავს შეხვედრებს, ხოლო ოპოზიცია ზოგი უკრაინის დროშით შარფმოხვეული კეკლუცობს და ზოგიც უკრაინაში იარაღის გაგზავნას ითხოვს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის დაგეგმილ ვიზიტს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში.

 

„ჩემი აზრით, გაცილებით უმჯობესია, ბრიუსელში, NATO-ს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებთან გავმართოთ პირდაპირი შეხვედრები, ვიდრე რაღაც უაზრო პოპულიზმით დავკავდეთ, ვითომდა უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთთან საომრად. აი, ეს გახლავთ ძირეული განსხვავება „ქართულ ოცნებასა“ და გაკოტრებულ ოპოზიციას შორის. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში მართავს შეხვედრებს, ხოლო ოპოზიცია ზოგი უკრაინის დროშით შარფმოხვეული კეკლუცობს და ზოგიც უკრაინაში იარაღის გაგზავნას ითხოვს. ისე, ღმერთმა დაიფაროს უკრაინა და ომის შემთხვევაში, თვითონ რომ გაემგზავროს ოპოზიცია წინა ხაზზე და ერთხელ და სამუდამოდ რომ ასროლინოთ კუდით ქვა რუსებს, არა?! მოკლედ, ასე თუ ისე, შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ბრიუსელში საჭიროც რომ არის და დროულიც, ამას ვიზიტის შედეგებიც მალე გვაჩვენებს“, - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner