logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: პარლამენტის სპიკერმა ყველაზე მკაფიო პასუხი გასცა იმ ძალებს, ვინც სისტემატურად ცდილობენ ხელისუფლების დადანაშაულებას ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობისას პასიურობაში
- +

26 იანვარი. 2022. 14:30

 

„საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარე ქვეყნისთვის სწორედ იმ აუცილებელი პრიორიტეტების თვალსაზრისით ახორციელებს საკუთარ დღის წესრიგს, რაც გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს“, - ასე აფასებს ექსპერტი დავით ქართველიშვილი შალვა პაპუაშვილის ვიზიტს ბრიუსელში.

 

„საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარე ქვეყნისთვის სწორედ იმ აუცილებელი პრიორიტეტების თვალსაზრისით ახორციელებს საკუთარ დღის წესრიგს, რაც გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს და თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ბრიუსელში, საქართველო-ნატოს კომისიაში მონაწილეობის მიღებით იწყებს. ამით პარლამენტის სპიკერმა ყველაზე მკაფიო პასუხი გასცა იმ საშინაო თუ საგარეო ანტისახელმწიფოებრივ ძალებს, ვინც თითიდან გამოწოვილი საბაბით სისტემატურად ცდილობენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დადანაშაულებას ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობისას პასიურობაში. დღეს საქართველოს პირველ რიგში, არა მისი დემოკრატიის გზაზე წინსვლაში ეჭვის მქონე ძალების მხრიდან რაიმე ტრენინგების ჩატარება ესაჭიროება, რამდენადაც თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან საჭირბოროტო თემებზე პრაქტიკული ხასიათის დიალოგი. წარმატება მინდა ვუსურვო ბატონ შალვა პაპუაშვილს მის მნიშვნელოვან საგარეო დებიუტში და ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველოში ის მეტად მნიშვნელოვანი გზავნილებით დაბრუნდება“, - წერს Facebook-ზე ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner