„დღეს, გზაარეული ოპოზიციის პოლიტიკური ჰალუცინაციების ფონზე საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში იმართება. თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის NATO-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას“, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორო თამთა მეგრელიშვილი შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში ვიზიტს.
როგორც მეგრელიშვილი წერს, სანამ, ქართული პრორუსული ოპოზიცია სტუდენტობის წლებზე კარგი რუსული აქცენტით ჰყვება, ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისთვის თავს არ ზოგავენ.
„სანამ ქართული პრორუსული ოპოზიცია სტუდენტობის წლებზე კარგი რუსული აქცენტით ჰყვება და МГИМО-სა და МГУ-ში ნასწავლს საქართველოში სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებს მანამდე, ევროპული განათლებით შალვა პაპუაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე და სხვები საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისთვის თავს არ ზოგავენ. აი, დღეს, გზაარეული ოპოზიციის პოლიტიკური ჰალუცინაციების ფონზე საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში იმართება. თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის NATO-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვა NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე და ასევე გამართავს შეხვედრას, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილესთან. საქართველო ევროპის ნაწილია და პოლიტიკური თამაშის წესებიც ევროპული დიპლომატიით მიდის. ოპოზიციის კორიფეებო, МГИМО-სა და МГУ-ში ნასწავლს გადამზადებაც არ შველის, არა“, - წერს მეგრელიშვილი facebook-ზე.