logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: ნაცების თქმით ჩვენი „პრორუსული“ ხელისუფლების უმაღლესი რანგის პირები ბრიუსელში ჩავიდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მეთაურობით
- +

26 იანვარი. 2022. 15:11

 

„ნაცების“ თქმით ჩვენი „პრორუსული“ (ისე, ნათქვამია: „ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო“) ხელისუფლების უმაღლესი რანგის პირები ბრიუსელში ჩავიდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მეთაურობით! ისინი მსოფლიოში შექმნილი ამ დაძაბული სიტუაციის ფონზე საქმიან შეხვედრებს გამართავენ დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან და მათგან მოისმენენ იმას თუ რა ხდება რეალურად ამჟამად უკრაინასთან მიმართებაში!“ - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, საგულისხმოა ის, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ კეთდება მყვირალა, ხმაურიანი და არაფრისმომცემი განცხადებები, რომლითაც დახუნძლული იყო წინა ხელისუფლება და რომელთა ნარჩენებიც დღესაც გამეტებით იცემენ მჯიღებს მკერდზე.

 

„ნაცების თქმით ჩვენი „პრორუსული“ (ისე, ნათქვამია: „ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო“) ხელისუფლების უმაღლესი რანგის პირები ბრიუსელში ჩავიდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მეთაურობით! ისინი მსოფლიოში შექმნილი ამ დაძაბული სიტუაციის ფონზე საქმიან შეხვედრებს გამართავენ დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან და მათგან მოისმენენ იმას, თუ რა ხდება რეალურად ამჟამად უკრაინასთან მიმართებაში! საგულისხმოა ის, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ კეთდება მყვირალა, ხმაურიანი და არაფრისმომცემი განცხადებები რომლითაც დახუნძლული იყო წინა ხელისუფლება და რომელთა ნარჩენებიც დღესაც გამეტებით იცემენ მჯიღებს მკერდზე, მძაფრად უკაკუნებენ კლავიშებზე, უკრაინის დროშის ფერი ყელზე შემოხვეული პირსახოცებით ტელევიზიებით შემზარავი ხმებით გაკივიან და საქართველოს მხრიდან უპირობოდ მოითხოვენ მწვავე ღონისძიებების გატარებას აგრესორის მიმართ!

 

ცამეტი წელი გავიდა და ამ ჭკუადაკარგულებს ჯერ კიდევ ვერ და არ გაუცნობიერებიერებიათ, თუ რა უბედურება დაატეხა საქართველოს თავს მათი შლეგი ბელადის და სხვა ბელადუკების უტვინო ქმედებებმა! ამიტომაც სჯობს დაწყნარდნენ ეს უბადრუკი არამკითხე მოამბეები თავიანთ ბელადუკებიანად და ისეთ საქმეს მოჰკიდონ ხელი, რომელიც მათაც აშოვნინებს თითო-ოროლ თეთრს და ნაშრომი ქვეყანას გამოდგება! ჩემი რჩევა იქნება, ასე მაგალითად დაეხმარონ საქართველოს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ფერმერებს, საგაზაფხულო სამუშაოების მოსამზადებლ სამუშაოებში და მოახდინონ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გაწმენდა-დასუფთავება!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner