logo_geo
eng_logo
ბაია გადაბაძე: ეთერის უწყვეტობა იქნება უზრუნველყოფილი
- +

7 მარტი. 2016. 17:43


ტელეკომპანია „მაესტროს" დირექტორ ლევან გაჩეჩილაძისა და ყოფილი დირექტორის ბაია გადაბაძის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ბაია გადაბაძემ განუცხადა, რომ ლევან გაჩეჩილაძე ელოდება იმავე დარბაზში, სადაც შეხვედრა გაიმართა, ტელეკომპანია „მაესტროს" იმ თანამშრომლებს, ვისაც მასთან გასაუბრება სურს.



ვისაც უნდა ლევანთან შეხვედრა, შეუძლია ჩამოვიდეს და შეხვდეს. კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვის სურს შეხვედრა, ჩემთვის უცნობია. ზემოთ შენობაში ვერ ავა, რადგან ლევანმა თვითონვე თქვა, რომ არ აპირებს ძალადობას და ეს მისი მხრიდან სწორია. მან იცის, რომ შენობა მაესტროს" საკუთრებაში არ არის. მანვე მოითხოვა გონივრული ვადა, რომ სხვა ალტერნატიული ფართი უზრუნველყოს. ასევე დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ეთერის უწყვეტობა იქნება უზრუნველყოფილი და გაჩეჩილაძე არ აპირებს არანაირი მონაწილეობის მიღებას საეთერო ბადესთან დაკავშირებით", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner