logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე: საკუთარი მოღალატეობრივი ინტერესების გატარების გარდა, უკრაინაც და საქართველო მათ რეალურად ფეხებზე კიდიათ, ერთადერთი ძალისხმევა მიმართულია უკრაინისა და საქართველოს ანექსია/ოკუპაციის საბოლოო გაფორმებაზე
- +

26 იანვარი. 2022. 19:11

 

„უკრაინაში ომის არდაშვება და საქართველოს ღრმა შეშფოთება შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო, რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა - საფუძვლად დაედო ხელისუფლების მიერ შემუშავებული საპარლამენტო რეზოლუციის პროექტის შინაარსს, რომლის შემუშავებაზე კოლექტიურმა ნაც/ოპოზიციურმა სპექტრმა უარი განაცხადა“,- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის უარს საპარლამენტო რეზოლუციის პროექტზე ერთობლივ მუშაობასთან დაკავშირებით.

 

როგორც ქართველიშვილი განმარტავს, მათ ძირითად მიზანს - საქართველო ჩაითრიონ ესკალაციაში, განხორციელება არ უწერია.

 

„უკრაინაში ომის არდაშვება და საქართველოს ღრმა შეშფოთება შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო, რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა - საფუძვლად დაედო ხელისუფლების მიერ შემუშავებული საპარლამენტო რეზოლუციის პროექტის შინაარსს, რომლის შემუშავებაზე კოლექტიურმა ნაც/ოპოზიციურმა სპექტრმა უარი განაცხადა. მათ ინტერესებში არც ომის არდაშვება, არც რეგიონული მშვიდობა და უსაფრთხოება - უბრალოდ არ შედის. მათ გეგმებში შედის 2008 წლის აგვისტოს განმეორება - ახალი პროვოკაცია, ახალი აგრესიული რიტორიკა, ახალი საბაბის შექმნა რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაციის ბოლომდე მიყვანის მიზნით. საკუთარი მოღალატეობრივი ინტერესების გატარების გარდა, უკრაინაც და საქართველო მათ რეალურად ფეხებზე კიდიათ, ერთადერთი ძალისხმევა მიმართულია უკრაინისა და საქართველოს ანექსია/ოკუპაციის საბოლოო გაფორმებაზე.

 

ამ პროცესებში 2008 წელს სააკაშვილმა სამაჩაბლო/აფხაზეთის და 2014 წელს მანვე - ყირიმთან მიმართებაში კრემლის კატალიზატორის როლი ითამაშა. დღეიდან ნებისმიერი ოპოზიციონერი მორალურ უფლებადაც კარგავს უკრაინის თაობაზე ხმა ამოიღოს, ან ხელისუფლების მისამართით თითი გაიშვიროს თავისი ფარისევლური აღშფოთებით. მათ ძირითად მიზანს - საქართველო ჩაითრიონ ახალ ესკალაციაში, განხორციელება არ უწერია. და ახალი კატალიზატორების როლის მორგება საკუთარ თავზე - ნაც/ოპოზიციურ ძალებს და მათთან საბოლოოდ აპელირებულ მარგველაშვილსაც, ისტორიის სანაგვეზე მათთვის განკუთვნილი ადგილების კიდევ ერთი გაფორმების ტოლფასი იქნება“, - წერს დავით ქართველიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner