logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: ოპოზიციას უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტი არ მოსწონებია, უფრო რადიკალური უნდა იყოსო, მკვეთრიო, მკაფიოო, პუტინს ვაგინოთო
- +

26 იანვარი. 2022. 20:08

 

„ფაქტი ერთია, ვითარება იმდენად რთულია, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები იკავებენ თავს რადიკალური ნაბიჯებისგან და პოზიციებისგან. თვითონ ევროპასაც კი მოზომილი პოზიციები აქვს უკრაინის საკითხის ირგვლივ. ამ ვითარებაში როგორც არასდროს ისე მოგვეთხოვება რაციონალური და არა ემოციური აზროვნება. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ და ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ - რადიკალიზმი არ არის ამ შემთხვევაში გამოსავალი“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ანდრია გვიდიანი.

 

მისი თქმით, არსებული საქმის ვითარებიდან გამომდინარე, იმ დროს, როცა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები იკავებენ თავს რადიკალური ნაბიჯის გადადგმისკენ, საქართველოს მოეთხოვება არა ემოციური, არამედ რაციონალური გადაწყვეტილების მიღება.

„თურმე ოპოზიციას უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტი არ მოსწონებია. უფრო რადიკალური უნდა იყოსო, მკვეთრიო, მკაფიოო, პუტინს ვაგინოთო და ა.შ. კი ბატონო, ეს ყველაფერი ემოციურად გასაგებია, მაგრამ მოდით აბა სხვა კუთხიდანაც შევხედოთ. მოდით აბა, ემოციები გვერდზე გადავდოთ და ცივი გონებითაც დავინახოთ რა შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ ნაბიჯს, ამა თუ იმ სიტყვას ან რეზოლუციას. მოდით აბა სასწორის ერთ პინაზე რადიკალური და ემოციებზე დაფუძნებული განცხადებები დავდოთ, ხოლო მეორე პინაზე საკითხის რაციონალური ასპექტები. ამის მიხედვით შევაფასოთ ორივე სცენარის რისკებიც და სარგებელიც. მე ვფიქრობ, დღეს ის დროა, როცა პოლიტიკური კლასი ვიწრო მერკანტილურ პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დადგეს.

 

უბრალოდ ერთხელ შევეცადოთ ერთმანეთთან ნორმალურად ვილაპარაკოთ. იქნებ ბოლო-ბოლო რაიმე არგუმენტირებულ მსჯელობასთან მიმსგავსებული დიალოგი გამოგვივიდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხალხისთვის ადამიანური და გასაგები ენით უნდა აიხსნას საკითხის ყველა ასპექტი. სწორედ ამის მერე უნდა განვსაზღვროთ სამომავლო პოლიტიკაც და მიდგომებიც. ფაქტი ერთია, ვითარება იმდენად რთულია, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები იკავებენ თავს რადიკალური ნაბიჯებისგან და პოზიციებისგან. თვითონ ევროპასაც კი მოზომილი პოზიციები აქვს უკრაინის საკითხის ირგვლივ. ამ ვითარებაში როგორც არასდროს ისე მოგვეთხოვება რაციონალური და არა ემოციური აზროვნება. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ და ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ - რადიკალიზმი არ არის ამ შემთხვევაში გამოსავალი“, - წერს გვიდიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner