logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო გახლავთ ღია ეკონომიკის ქვეყანა
- +

4 აგვისტო. 2016. 11:52



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორიგ კვირიკაშვილმა „საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არ არსებობს საყოველთაოდ მიღებული თეორიები და ყველა ქვეყანას სჭორდება მასზე მორგებული ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა.


კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს საშუალება ეძლევათ  გაანალიზონ განვითარების რომელ ასპექტებს სჭირდებათ უფრო მეტი ყურადღება.  


„ჩვენ გვეძლევა საშუალება შევაფასოთ ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების განვლილი გზა და დავგეგმოთ სწორი ნაბიჯები მომავალში ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარებისათვის. საქართველო გახლავთ ღია ეკონომიკის ქვეყანა, რომელიც საკმაოდ კარგად არის ორიენტირებული რეგიონალურ ეკონომიკებში. 4 წლის წინ, როდესაც მე დავიკავე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი, ისევე როგორც ყველა ადამიანს, რომელსაც ყოველთვის სჯერა საბაზრო ეკონომიკის და დღესაც ასეა, მე მქონდა ჩემთვის ჩამოყალიბებული საყოველთაოდ მიღებული თეორიები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაგვედგა იმისათვის, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარება უზრუნველგვეყო. თუმცა, პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელების დროს ვხედავდით გარკვეულ მიმართულებს, რომელიც საჭროებდა სახელმწიფოს მხრიდან სწორ ჩარევას იმისათვის, რომ ინდუსტრია ამუშავებულიყო.

 

მე ვთხოვე ჩემს მეგობარს ნუგზარ ჩაჩუხაშვილს, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, შემოერთებოდა ჩვენს გუნდს და შეექმნა ინდუსტიული განვითარების მიმართულება ეკონომიკის სამინისტროში. როგორც მას, ისევე მეც, გაგვაჩნია ის ცოდნა, რომელიც ორივეს კარგ ბიზნესსკოლაში გვაქვს მიღებული, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს რაღაც დამატებითია საჭირო იმისათვის, რომ სწორი განვითარება უზრუნველვყოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავინტერესდით დანი როდრიკის განვითარების თეორიით, როდესაც გარკვეულ მიმართულებებს სწორი დახმარების შედეგად ეძლევა მეტი მნიშვნელობა და ხდება გამოუყენებელი შესაძლებლობების ამუშავება და მთლიანად ღირებულებათა ჯაჭვი იწყებს მოქმედებას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ  ნუგზარ ჩაჩუხაშვილის ჯგუფმა შეისწავლა რამდენიმე მიმართულება. ასევე რამდენიმე პროექტი წარმატებით განხორციელდა.


„არ არსებობს საყოველთაო მიღებული თეორიები და ყველა ქვეყანას სჭორდება მასზე მორგებული ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა. სწორედ ამას ქადაგებს ბატონი დენი როდრიკის გამოცემები, პუბლიკაციები.

 

ჩვენ ჩამოვყალიბდით იმ 4 ჩარჩო მიმართულებაზე, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის არის აუცილებელი. ეს არის უპირველეს ყოვლისა, სწორი რეფორმები და ცვლილებები განათლების სისტემის მიმართულებით, იმისათვის, რომ ჩვენი უმაღლესი განათლება უფრო მეტად იყოს ბაზარზე ორიენტირებული, რათა ახალგაზრდები 4 წელს არ ატარებდნენ იმ პროფესიების სწავლაში, რომელიც არ იყოს იმდენად მოთხოვნადი საქართველოში. ასევე დავიწყეთ სწორი რეფორმები პროფესიული განათლების მიმართულებით და ჩვენ აქ გავიზიარეთ გერმანიის ორმაგი დუალური განათლების მოდელი, როდესაც კერძო სექტორის ჩართულობით ვახდენთ ახალგაზრდების მომზადებას იმ მიმართულებით, სადაც დიდი საჭიროებაა.

 

მეორე უმთავრესი მიმართულებაა ეკონომიკური რეფორმების მიმართულება და ჩვენ ვთვლით, რომ დღევანდელ პირობებში, როდესაც საქართველო ეკონომიკური ზრდა დიდწილად არის დამოკიდებული პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, როდესაც რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობა არ არის სახარბიელო, გამოწვეული ნავთობის ფასების კლებით და მეორე მხრივ, სხვადასხვა რეგიონალური კონფლიქტებით, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ საინვესტიციო რესურსის მობილიზება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ გამოვედით მოგების გადასახადის გაუქმების რეფორმის იდეით.

 

ასევე განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე და საპენსიო სისტემის რეფორმაზე, რომელსაც მომავალი წლიდან დავიწყებთ. ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელზეც მოვახდინეთ ფოკუსირება, ეს არის ინოვაციებზე დამყარებული ინდუსტრიების განვითარება და პირველი ტექნოპარკის პროექტი, რომელიც ბევრი დონორის მონაწილეობით, იყო ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადაგმული ნაბიჯი.

 

მესამე მიმართულება, რომელზეც ვაკეთებთ ფოკუსირებას, ეს არის სერვისებზე მორგებული სახელმწიფოს მოდელი. ეს ძალიან ამბიციური რეფორმა უკვე დაწყებულია, კონცეფცია შემუშავებულია, წლის ბოლოს და მოვალი წლის დასაწყისში დავიწყებთ უკვე განხორციელებას.

 

მეოთხე მიმართულებაა, ქვეყნის სივრცითი განვითარება და სწრაფი ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია, სადაც ჩვენ გამოვედით ასევე ინიციატივით, რომ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს კერძო სექტორის ჩართულობაზე ინფრასტუქტურული პროექტების განხორციელებისას.

ყველაფერ ამის შედეგად შეიქმნება ის ჩარჩო, როდესაც უკვე სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად შესაძლებელი გახდება სწრაფი ეკონომიკური განვითარების და გარღვევის მიღწევა და ჩვენ ვთვლით, რომ მომავალი 4 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ ნაბიჯების გადადგმისთვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner