აღნიშნული სიტყვები ავსტრიის კანცლერს კრისტიან კერნის ეკუთვნის. იგი თურქეთთან ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდა.
ტელეკომპანია ORF-თან საუბარში მან განაცხადა , რომ თურქეთში დემოკრატიული სტანდარტები სათანადოდ არ არის დაცული იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირს შეუერთდეს.
კერნის მოსაზრებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტიც, რადგან თურქეთი ამ თვალსაზრისით ევროპულ მაჩვენებლებს არ შეესაბამება.
კერნიმ აქვე დაამატა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას წლების ან ათწლეულები დასჭირდება.
კრისტიან კერნი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების შეწყვეტის საკითხს 16 სექტემბერს, ევროპული საბჭოს სხდომაზე დააყენებს.