logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: მათთვის საპარლამენტო მანდატი ნული პასუხისმგებლობაა
- +

26 იანვარი. 2022. 23:30

 

„არის ხოლმე ცხოვრებაში ასეთი მომენტები, როდესაც ადამიანებს სურთ მიიღონ პრივილეგია, მაგრამ ამავე დროს უნდათ გაექცნენ პასუხისმგებლობებს, რომელიც ამ სტატუსთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხზე საუბრისას.

 

„აქაც იგივეა: მათთვის საპარლამენტო მანდატი არის ნული პასუხისმგებლობა და ის პრივილეგიები, რომელიც ამასთან არის დაკავშირებული. ეს რა თქმა უნდა არაჯანსაღი და არასწორი მიდგომაა. რაც შეეხება, მათ შემოსვლა-არ შემოსვლას, პირადად ჩემთვის არ არის საინტერესო და დარწმუნებული ვარ საზოგადოების უდიდესი უმრავლესისთვისაც ეს საინტერესო არ არის, მათ შორის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი არიან აბსოლუტურად არათანმიმდევრულები საკუთარ გადაწყვეტილებებში“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner