„მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ქვეყნის არევის კონკრეტული სცენარი და გეგმა, რისთვისაც ჩამოვიდა საქართველოში. ეს ვერ განახორციელა და რა თქმა უნდა, მოუწია ციხეში ჩაჯდომა. მას შემდეგი წლების გატარებაც იქ მოუწევს გამომდინარე იმ უმძიმესი დანაშაულებიდან, რომელიც მას აქვს ჩადენილი - ეს არის, რასაც ვერ გაექცევა, მოუწევს შეგუება იმ რეალობასთან, რომელიც არის“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ ე.წ „ფარმაკოლოგიური წამების“ თემით ნონსენსი შექმნა.
„ახლა ეს ემოიციური ფონიც მთლიანად მოხსნილია. აქედან გამომდინარე, დღეს ამის რესურსიც არა აქვთ, რომ ისაუბრონ წამებაზე, ფარმაკოლიგურზე თუ არაფარმაკოლოგიურზე. აქედან გამომდინარე, შეგუების ეტაპიც დადგა - უნდა შეეგუონ იმ ფაქტს, რომ კანონი კანონობს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.