„ჩვენი კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80%-მდე იმუნურია კორონავირუსის რომელიღა ვარიანტის მიმართ ანუ კორონავირუსის მიმართ. ამაში შედიან კკოვიდგადატანილები, ორჯერადად აცრილები. 20 %-ს არა აქვს გადატანილი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა რა შედეგებს გამოიწვევს „ომიკრონი“ ხანდაზმულებსა და აუცრელ მოქალაქეებში.
„სამწუხაროდ, ვიცით, რომ ხანდაზმულების თითქმის ნახევარი აუცრელია. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება განზოგადება იმ ქვეყნების მაგალითზე, სადაც მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა აცრილი იყო“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.