logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, რომ გუბაზ სანიკიძე სააკაშვილის რუპორია - ეს კაცი „პრინციპულობის სიმბოლოა“
- +

27 იანვარი. 2022. 00:43

 

„გუბაზ სანიკიძე არის სააკშვილის რუპორი. „პრინციპულობის სიმბოლოა“ ზოგადად ეს კაცი. სააკაშვილის პირდაპირ დაკვეთებს ახმოვანებს ხოლმე ის. ამ შემთხვევაშიც მისი დაკვეთა შესრულდა, რომ უნდა მომხდარიყო სააკაშვილის როლის ხაზგასმა აღმატებული ფორმით და გუბაზ სანიკიძემ ეს გააკეთა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„გუბაზ სანიკიძის ეს გამოსვლები ხელს უწყობს დაპირისპირებებს, რომელიც ისედაც არის გაჩაღებული. ეს გამიზნული იქნებოდა, რა თქმა უნდა, რადგან სააკაშვილს დაპირისპირებები აწყობს. ამ დაპირისპირებების გარეშე მას ციხიდან კონტროლი კიდევ უფრო გაუჭირდება. შესაბამისად, ის ახერხებს მღვრიე წყალში თევზის დაჭრას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

ჟურნალისტის შეკითხვას, შეგვიძლია თუ არა გუბაზ სანიკიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ტროას ცხენად ჩავთვალოთ, კობახიძე პასუხობს „კი, გაბარიტებითაც ჰგავს ტროას ცხენს“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner