„გუშინ ჩვენ 78 000 ტესტზე ავედით. ხვალ შეიძლება მეტიც იყოს. არსებობს საკითხი, ფიზიკურად რამდენი ტესტის გაკეთება არის შესაძლებელი ქვეყანაში“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტესტები 500 ადგილას კეთდება. „ტესტების დეფიციტი ქვეყანაში ნამდვილად არ არის“, - განაცხადა იმნაძემ.