logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი მზადაა, რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს უმასპინძლოს
- +

27 იანვარი. 2022. 10:45

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინისა და რუსეთის კიდევ ერთხელ შესთავაზა, მოლაპარაკებებისთვის ანკარას ეწვიონ, - ამის შესახებ Anadolu წერს.

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი მზადაა, ორი ქვეყნის ლიდერების  მასპინძლობით, „გზა გაუხსნას მშვიდობის აღდგენას“.

 

„თურქეთს სურს, რომ დაძაბულობა რუსეთსა და უკრაინას შორის მოგვარდეს იქამდე, ვიდრე ის ახალ კრიზისად გადაიქცევა. იმედი მაქვს, რომ რუსეთი არ მიმართავს შეიარაღებულ თავდასხმასა და უკრაინის ოკუპაციას“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

 

უკრაინის მოქალაქეები ქვეყნის არმიას უერთდებიან. ქვეყანა თავის საზღვრებში რუსეთის შეჭრისთვის ემზადება. რუსეთმა ათიათასობით ჯარისკაცი განალაგა უკრაინის საზღვართან, რასაც დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. კრემლი საკუთარ ქმედებას ნატოს გაფართოების „საფრთხით“ ხსნის და ითხოვს იურიდიულ გარანტიებს, რომ უკრაინა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არ გახდებიან. ამასთან, რუსეთი კიევს აღმოსავლეთ უკრაინაში, შეიარაღებული სეპარატისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner