logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: ეს წარმოადგენს პირდაპირ შეტევას სამოქალაქო მშვიდობასა და კონსტიტუციურ წესრიგზე
- +

4 აგვისტო. 2016. 12:13


„პრაქტიკულად, საკონსტიტუციო არბიტრები ერთი პოლიტიკური ჯგუფის იურიდიულ მომსახურებასაც აღარ თაკილობენ, იმდენად ანგაჟირებულები არიან," - ამის შესახებ მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი გაზეთ "რეზონანსთან" საუბრობს.


- თქვენი აზრით, რას უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებული მოვლენები?


- ვამბობ მხოლოდ იმას, რაც ზედაპირზეა და შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. სრულიად აშკარაა, რომ აგრესიული პოლიტიკური კომპანია, რომელსაც უკვე საჯაროდ აწარმოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე, წარმოადგენს პირდაპირ შეტევას სამოქალაქო მშვიდობისა და კონსიტუციურ წესრიგზე და ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო ქვეყანაში მართლმსაჯულების განხორციელებასთან. ორმაგად სამწუხაროა ის უპრეცედენტო ცინიზმი, რისი თანხლებითაც კეთდება ეს ყველაფერი - მოსამართლის მანტიას ამოფარებული პარტიული აქტივისტების ერთი მცირეხარისხოვანი ჯგუფი, სასამართლოს ინსტიტუციის დაცვის ეგიდით ანადგურებს ამ ინსტიტუტს და მის ხარჯზე ცდილობს ქვეყანაში საკანონმდებლო კომპასის შექმნას. ამ კოლაფსის შედეგად წარმოქმნილ პოლიტიკურ არასტაბილურობასა და ქაოსს კი ერთი ბენეფეიციარი ჰყავს - ნდობადაკარგული და არჩევნებში გარდაუვალი მარცხისთვის განწირული „ნაციონალური მოძრაობა". სხვა ახსნა არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს რიგი მოსამართლეების ისტერიკულ ვნებას, რომ, რადაც უნდა დაუჯდეთ, სასწრაფო წესით გააუქმონ ნახევარი სამოქალაქო კოდექსი, რათა ექსპროპრიატორებს არ მოუწიოთ „რუსთავი 2" - ის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნება, მაჟორიტარული ოლქების ლეგიტიმურად დადგენილი საზღვრების გარეშე დატოვონ საარჩევნო პროცესი და მოახდინონ მითვისება-გაფლანგვის დეკრიმინალიზაცია. რეალობა საკმაოდ მძიმეა. ვფიქრობ, ენის მოჩლექის დრო წავიდა და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

 

- რა გაძლევთ ასეთი დასკვნების გაკეთების საფუძველს?


- გადახედეთ, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის პერსონალურ შემადგენლობას, მოსამართლეების ბიოგრაფიებს და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან მათი აფილირების ხარისხს; გადახედეთ სასამართლოს თავმჯდომარის მიერ სარჩელების განაწილების პრინციპს და ამ სარჩელების განხილვასა და დაკმაყოფილების პრაქტიკას, დროის კოტექსტში თუნდაც; ნახეთ, რა შესაშური კოოპერაცია სუფევს ამ მოსამართლეებსა და მხარეებს შორის (რაც სულ ახლახან გახდა ცნობილი), როგორი რუდუნებით აზუსტებინებენ მოსამართლეები სარჩელებს და პროცედურის გვერდის ავლით აცვლევინებენ მათ, რათა მოსარჩელემ მაქსიმალური სარგებელი ნახოს. პრაქტიკულად, საკონსტიტუციო არბიტრები ერთი პოლიტიკური ჯგუფის იურიდიულ მომსახურებასაც აღარ თაკილობენ, იმდენად ანგაჟირებულები არიან.


ფაქტია, რომ გიორგი პაპუაშვილმა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტი - ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლო - გადააქცია ერთი პოლიტიკური ჯგუფის პარტიული ინტერესების მოსამსახურე კონვეიერად. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, მან დაკარგა სრული კარტ-ბლანში, განიცადა რამდენიმე სერიოზული ფიასკო და ახლა უკვე ღია და დაუფარავი პოლიტიკური პროვოკაცია წამოიწყო მოსამართლეებზე ვითომდა განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რათა უკანა რიცხვით მოურღვიოს ლეგიტიმაცია მისთვის არასასურველ გადაწყვეტილებას. ეს უპრეცედენტო დესტრუქცია, სულ მცირე, პროფესიული უსინდისობაა და ამაზე პასუხისმგებლობას გიორგი პაპუაშვილი უკვე ვეღარასდროს გაექცა.


- თქვენი აზრით, როგორი გაგრძელება ექნება ამ დაპირისპირებას?


- საერთოდ, კრიზისებიდან გამოსავალი ყოველთვის ხალხის ნდობაზე ზურგგამაგრებული ხელისუფლების მტკიცე პოზიციაა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner