„საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80%-მდე იმუნურია კორონავირუსის რომელიღაც ვარიანტის მიმართ, ანუ კორონავირუსის მიმართ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
პაატა იმნაძის თქმით, მოსახლეობის 20%-ს კოვიდი გადატანილი არ აქვს.
პაატა იმნაძე, მოსაზრებას, „ომიკრონს“ ტესტები ვერ იჭერს, არასწორს უწოდებს.
„100%-იანი ცხოვრებაში და მით უმეტეს მედიცინაში არაფერი არსებობს. 100%-იანი გარანტია „პისიარ“ ტესტიც არ არის, რომელიც ოქროს სტანდარტადაა მიჩნეული უამრავი დაავადებების დიაგნოსტიკის და მათ შორის კოვიდის შემთხვევაში. ზამთარში დადის დაახლოებით 200 სხვადასხვა ვირუსი, რომელსაც შეუძლია გაციება გამოიწვიოს. გრიპის ვირუსიც საკმაოდ აქტიურად ცირკულირებს ქვეყანაში. „ომიკრონს“ ტესტი ვერ იჭერს - ეს არასწორი ნათქვამია. ეს იშვიათია, თუმცა, ასეთი შემთხვევებიც ხდება. ნებისმიერი რესპირატორული ვირუსის დროს აუცილებელია პირბადის ტარება.
დღეს არის 100 000-ზე მეტი აქტიური ავადმყოფი და ჰოსპიტალური ადგილების 60%-ია დაკავებული. ჩვენი კვლევებით, დაახლოებით საქართველოს მოსახლეობის 80%-მდე იმუნურია კორონავირუსის რომელიღაც ვარიანტის მიმართ, ანუ კორონავირუსის მიმართ. ამაში შედიან - კოვიდგადატანილები, ორჯერადად აცრილები და ის გადატანილებიც, რომლებიც თავის დროზე არ იყვნენ ტესტირებულები. 20%-ს არ აქვს გადატანილი კოვიდი. არ ვიცით „ომიკრონ“ ვარიანტი რა შედეგებს მოგვცემს ხანდაზმულ ასაკში და აუცრელ პოპულაციაში“, - აცხადებს პაატა იმნაძე.