logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: გვყავს მოწვეული მსოფლიო კლასის ორი პროფესორი - დანი როდრიკი და ჩარლზ ფრედრიკ სეიბლი
- +

4 აგვისტო. 2016. 12:19



პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ  საქართველოს ეკონომიკის ფორუმზე,   მსოფლიო კლასის ორი პროფესორია მოწვეული.


„ეს არის პირველი დღე საქართველოს ეკონომიკის ფორუმისა, რომელზეც ჩვენ გვყავს მოწვეული  მსოფლიო კლასის ორი პროფესორი - დანი როდრიკი და ჩარლზ ფრედრიკ სეიბლი. ორივე მუშაობს ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილში. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც მსოფლიო აღიარება აქვთ მოპოვებული. დღეს ჩვენ ისინი მოვიწვიეთ ჩვენს ქვეყანაში იმისთვის, რომ მათთან ერთად შევაფასოთ ის განვლილი გზა, რომელიც ჩვენ გავატარეთ ეკონომიკური რეფორმების ნაწილში და ასევე, მივიღოთ  რეკომენდაციები, რომლებიც შემდგომში კიდევ უფრო მოგვეხმარება ჩვენი ეკონომიკური რეფორმების ეფექტურად გატარებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ", - განაცხადა  ქუმსიშვილმა.


როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ეკონომიკის ფორუმი  იმისთვის ტარდება, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ  ინიცირებული  4-პუნქტიანი გეგმა კიდევ უფრო ეფექტური იყოს იმპლემენტირებულ ცხოვრებაში.


ქუმსიშვილის თქმით, დღეს არის  ის პერიოდი, როდესაც საქართველო, რეფორმების ნაწილში, არის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და წარმატებული ქვეყანა.


როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ფორუმზე დანი როდრიკის ძირითადი გზავნილები იყო - სტრატეგიული რეფორმები, ეკონომიკური ეფექტურობის ამაღლება, მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების შექმნა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner