logo_geo
eng_logo
თენგიზ გაჩეჩილაძე: გილოცავ დაბადების დღეს, ჯემალ!
- +

27 იანვარი. 2022. 14:49

 

 

გაზეთ „ლელოს“ მთავარი რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე ფოტოხელოვან ჯემალ კასრაძეს სოციალური ქსელით დაბადების დღეს ულოცავს.

 

„ჯემალ კასრაძე - ცნობილი ჟურნალისტი და  ფოტოხელოვანი მემატიანე.  საერთო თუ  პერსონალური მრავალი გამოფენა მიძღვნა მის შემოქმედებას, დაუგროვდა პრემიები და ჯილდოები. ღირსეულად დაიმსახურა ალექსანდრე როინიშვილისა და ივანი მაჩაბლის პრემიები, მიენიჭა საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება.

 

ჩვენი ძვირფასი კოლეგა მის მშობლიურ ცხინვალში ქართველების დაბრუნების კადრების გადაღების მოლოდინშია. ჯანის სიმრთელე და მოლოდინის მალე გამართლება ვუსურვოთ დიდ პატრიოტს და გულქართველ მამულიშვილს. გილოცავ ნინოობას, გილოცავ დაბადების დღეს, ჯემალ!“ - წერს თენგიზ გაჩეჩილაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner