logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: 9 აპრილის შემდეგ, ქართველი ხალხის სისხლი რომ დაიღვარა, მეორე დილით კომპარტიაში გაწევრიანდი, ახლა უსინდისოდ დგახარ და მორალს გვიკითხავ
- +

27 იანვარი. 2022. 15:28

 

 

ექსპერტი დავით ქართველიშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის დავით უსუფაშვილის განცხადებას პასუხობს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ რეზოლუციას უწუნებს.

 

ექსპერტის თქმით, უსუფაშვილს, რომელიც 9 აპრილის შემდგომ, მეორე დღეს კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდა, მას შემდეგ რაც ქართველი ხალხის სისხლი დაიღვარა, ახლა უფლება არ აქვს, ვინმეს მორალი წაუკითხოს.

 

„მოსკოვის ხსენებაზე შენ საერთოდ ხმას როგორ იღებ ან ქართველი ხალხი მოკლე მეხსიერების მქონე რატომ გგონია? 9 აპრილის შემდეგ, ქართველი ხალხის სისხლი რომ დაიღვარა, ადექი და მეორე დილით კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდი. ახლა უსინდისოდ დგახარ და მორალს გვიკითხავ. მაგრამ ვინ რა უნდა მოგთხოვოს, თავმოყვარეობა არასოდეს გქონია და ამ ასაკში ნამდვილად არაფერი შეიცვლებოდა!“ - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner