logo_geo
eng_logo
პროკურორი ალექსანდრე ჩხეიძე: დაკავებული პოლიციელები უარყოფენ, რომ კადრებში თვითონ არიან
- +

27 იანვარი. 2022. 15:29

 

 

„ბრალდებულებისთვის წარდგენილი გვაქვს კადრები და უარყოფენ, რომ ისინი არიან, თუმცა მათი უშუალო თანამშრომელი და ხელმძღვანელია დაკითხული, რომელიც ადასტურებს, რომ ეს პირები არიან კადრებში“, - 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ცემის საქმეზე პროკურორმა, ალექსანდრე ჩხაიძემ ისაუბრა.

 

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე შუამდგომლობს, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს პატიმრობა, ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ მათი მხრიდან არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების რეალური საფრთხეები. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ამ ეტაპზე, მოწმის სახით გამოკითხულია არაერთი პირი, თავად დაზარალებული და ასევე, მოპოვებული გვაქვს ვიდეოჩანაწერი“, - განაცხადა ალექსანდრე ჩხეიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner