logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ხელისუფლება მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს პოზიციით, საქმით და რაც მთავარია იმ დიპლომატიური მოთხოვნებით, რითაც ჩვენი პარტნიორები სარგებლობენ
- +

27 იანვარი. 2022. 16:43

 

 

„ძალიანაც სწორია, რომ ხელისუფლება სრულად გაემიჯნა იმ უსაგნო პერფომანსებს და უაზრო ტოკ-შოუებს რითაც ოპოების გონება არის გაჟღენთილი და ზუსტად ის რეზოლუცია წარმოადგინა, რაც უნდა წარმოედგინა“, - წერს სოციალურ ქსელში გია გაბრიჭიძე.

 

„გუშინ ვუსმინე ე.წ. ოპოზიციის და რაღაც სამოქალაქო აქტივისტების შფოთვას რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით, რომლის „ძირითადი ხაზი“ რუსეთის ოკუპანტობის დადასტურებით შეფუთვა იყო. სინამდვილეში კი მათი მოთხოვნა აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო იმ პრობლემიდან, რაც უკრაინაშია, რაც საერთაშორისო ნორმებით არის განსაზღვრული და რაც აშკარად პროვოკაციულია. ხელისუფლება მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს პოზიციით, საქმით და რაც მთავარია იმ დიპლომატიური მოთხოვნებით, რითაც ჩვენი პარტნიორები სარგებლობენ. ძალიანაც სწორია, რომ ხელისუფლება სრულად გაემიჯნა იმ უსაგნო პერფომანსებს და უაზრო ტოკ-შოუებს რითაც ოპოების გონება არის გაჟღენთილი და ზუსტად ის რეზოლუცია წარმოადგინა, რაც უნდა წარმოედგინა“, - წერს გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner