logo_geo
eng_logo
ქართული ენის შესასწავლად საქართველოს ფერეიდნელი ქართველების ჯგუფი სტუმრობდა
- +

4 აგვისტო. 2016. 12:22


 

ფერეიდანში დღესაც ესმით ქართული... მღერიან, ცეკვავენ... თუმცა, ფერეიდნელ ახალგაზრდებს სჭირდებათ ქართული ენის შემსწავლელი კურსები. საამაყოა, რომ ამ საკითხზე ყურადღება გამახვილდა  და განხორციელდა პროექტი, რომელის ფარგლებშიც ფერეიდნელმა ქართველებმა ქართული ენა  და ხალხური სიმღერები შეისწავლეს.

ფერეიდნელი ქართველების 12 კაციანი ჯგუფი საქართველოს პროექტის, ,,ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი კურსი ფერეიდნელებისთვის" ფარგლებში  სტუმროდა. ორი თვის განმავლობაში ისინი ქართულ დამწერლობასა და ხალხურ სიმღერებს ეუფლებოდნენ. სამშობლოში ვიზიტისას ფერეიდანში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონი და ისტორიული ადგილები მოინახულეს.

პროექტის იდეა ერთი წლის წინ გაჩნდა, როცა საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის" წევრი ზვიად ტომარაძე ფერეიდანში იმყოფებოდა. მაშინ იქ მცხოვრებმა ქართველებმა სამშობლოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვეს.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროექტი გაგრძელდება და მომავალ წელს საქართველოს უფრო მეტი ფერეიდნელი ქართველი ესტუმრება.

პროექტი 3 აგვისტოს დასრულდა და ფერეიდნელი ქართველების გაცილების საღამო ვარდების ბაღში გაიმართა.

ღონისძიებაზე ფერეიდანში მცხოვრებმა ქართველებმა პროექტის ფარგლებში შესწავლილი ხალხური სიმღერები შეასრულეს. დასკვნით ღონისძიებაზე თიბისი ბანკმა მათ  „#წერექართულად" პროექტის ფარგლებში შექმნილი სიმბოლური საჩუქრები გადასცა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner