,,თეა თევზაძე არის ჩემი ოჯახის წევრი, დავით თევზაძე მამაჩემი, თემური თევზაძე ბაბუაჩემი, თუ მათ რაიმე პოლიტიკური გემოვნება და გადაწყვეტილება მიიღეს, ეს მათი არჩევანია”, - ასე უპასუხა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, თენგიზ თევზაძემ „ნაცმოძრაობისთვის“ მისი ოჯახის წევრების მიერ შემოწირულობის შესახებ დასმულ კითხვას.
როგორც თენგიზ თევზაძემ განაცხადა, ოჯახის წევრის პოლიტიკური გემოვნება არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ოჯახის წევრი სადმე არ უნდა იყოს არჩეული.
„თეა თევზაძე არის ჩემი ოჯახის წევრი, დავით თევზაძე არის მამაჩემი, თემური თევზაძე არის ბაბუაჩემი. თუ მათ რაიმე პოლიტიკური გემოვნება და გადაწყვეტილება მიიღეს ეს მათი არჩევანია. ის, თუ რომელიმე ადამიანის ოჯახის წევრს აქვს შესაბამისი პოლიტიკური გემოვნება ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ოჯახის წევრი სადმე არ უნდა იყოს არჩეული“ - განაცხადა თენგიზ თევზაძემ.
პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებს უსმენენ.