logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი განპირობებულია უსაფრთხოების განმტკიცებით, დამატებითი საფრთხეები არ შეექმნას ქვეყნის უსაფრთხოებას
- +

27 იანვარი. 2022. 20:56

 

 

შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო დესტრუქციული ქმედებები შეინიშნება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი განპირობებულია უსაფრთხოების განმტკიცებით, რათა ქვეყანას დამატებითი საფრთხეები არ შეექმნას.

 

„ჩვენ ვართ ყოველდღიური და მუდმივი საფრთხის წინაშე. ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, იქ განთავსებულია საოკუპაციო ძალები. აქედან გამომდინარე, რისკები არის ყოველდღიური და ყოველწამიერი. სწორედ ამ პასუხისმგებლობით მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. მისი ნებისმიერი ნაბიჯი არის განპირობებული უსაფრთხოების განმტკიცებით და იმით, რომ ამ ქვეყნის უსაფრთხოებას დამატებითი საფრთხეები არ შეექმნას. ეს გახლდათ ნატოში ჩემი ვიზიტის შინაარსი, რომ ჩვენს პარტნიორებთან გვქონოდა კომუნიკაცია და ერთგვაროვანი პოზიცია რეგიონში უსაფრთხოებასთან და საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ სოფლის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შეინიშნება გარკვეული უკანონო დესტრუქციული ქმედებები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner