logo_geo
eng_logo
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარტში თურქეთს ვიზიტით ეწვევა
- +

27 იანვარი. 2022. 21:06

 

 

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი მარტში თურქეთს ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

 

90-იანი წლებიდან თურქეთს სომხეთთან დიპლომატიური ან სავაჭრო კავშირები არ აქვს.

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დადებითად უპასუხა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე მიწვევას, რომელიც 11-13 მარტს გაიმართება.

 

„სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი და სპეციალური წარმომადგენელი, რუბენ რუბინიანი მოვიწვიეთ და ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მათ შეუძლიათ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობის მიღება. ჩვენ მივესალმებით ამას, რადგან ფორუმზე აზერბაიჯანიც იქნება წარმოდგენილი. ასე რომ, დაე, აზერბაიჯანმა დააფიქსიროს თავისი შეხედულებები და სომხეთმაც დააფიქსიროს თავისი აზრი და ეს ნდობის აღდგენის ღონისძიებების ნაწილი შეიძლება იყოს“, - აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner