logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: უნდა ვთანხმდებოდეთ, რომ ჩვენში ჯანსაღი და ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ქცევის წესები ყველას მხრიდან პატივსაცემი უნდა იყოს
- +

27 იანვარი. 2022. 21:17

 

 

ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელშიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და მისი არასრულწლოვანი შვილი ფიგურირებენ. შესაბამისი განცხადება დეპუტატმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

 

„დღეს სოციალურ ქსელში სააგენტო „მეტრონომმა“ (და შესაძლოა სხვებმაც) გაავრცელეს ვიდეო, სადაც პოლიტიკურად ანგაჟირებული მოქალაქე უგემოვნოდ ხუმრობს, თუმცა ამბის მთავარი ნაწილი ის არის, რომ ვიდეოში ირაკლი კობახიძის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ხდება კონკრეტული მოქმედება...

 

აი ზუსტად რა სტანდარტსაც ნერგავს ზოგიერთი „სამაგალითო“ მედიის წარმომადგენელი, ეს ქმნის საზოგადოების წევრებში მანკიერ ქცევის წესს და ახალისებს მათ ზღვარგადასულ ქცევას... ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახებს ბავშვის და მისი უფლებების უგულველყოფას, პოლიტიკური თუ სხვა სუბიექტური შეხედულებით ანგაჟირებულები, დაუფიქრებლად და ხშირად გაუაზრებლად ზიანს აყენებენ მათ, ვინც ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს მათი აგრესიის ადრესატი. ამბის გაგრძელებაც სახიფათო მანკიერი პრაქტიკის გამოძახილია, როდესაც სააგენტოები ვიდეოს ავრცელებენ ბავშვის სახის დაუფარავად...

 

ალბათ საზოგადოების ყველა წევრი უნდა ვთანხმდებოდეთ, რომ ჩვენში ჯანსაღი და ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ქცევის წესები ყველას მხრიდან პატივსაცემი და დასაცავი უნდა იყოს. ეს და ყველა სხვა ფაქტი, რომელიც განზრახ, თუ გაუფრთხილებლად არღვევს ბავშვის უფლებებს, სამომავლოდ მატრავმირებელი შეიძლება აღმოჩნდეს და ბავშვის გონებაში სამუდამოდ დაილექოს... არის რაღაც წითელი ხაზები, რაც არცერთი მხარის მიერ დარღვეული არ უნდა იყოს, სხვაგვარად თანაარსებობა დემოკრატიული სახელმწიფოს პირობებში შეუძლებელია“, - წერს წილოსანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner