logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ბავშვებს ნუ ეხებით, გარეწრებო!
- +

27 იანვარი. 2022. 21:30

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ხატია ღოღობერიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება, რომელშიც ირაკლი კობახიძე არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფება, სადაც ბავშვის სახე დაფარული არ არის.

 

მისი თქმით „მთავარი არხის“ მხრიდან ეს „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარეზე და მის არასრულწლოვან შვილზე ერთგვარი ბულინგის მცდელობა იყო.

 

„დესტრუქციული სააკაშვილის ფსევდოევროპული, ფსევდოემდასავლეთე პარტიის სამარცხვინო „მთავარმა არხმა" იერიში მიიტანა ირაკლი კობახიძეზე და მის ოჯახზე. ვიდეოში, რომელსაც არასდროს გავაზიარებ, ბულინგის მცდელობა იყო ირაკლის არასრულწლოვან შვილზე. „ნაცობა“ რომ სამარცხვინო გოიმობაა, დიდი ხანია ცნობილია. ბავშვებს ნუ ეხებით გარეწრებო!!!“- წერს აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner