logo_geo
eng_logo
მარინა კალიურანდი: 1991 წელს არავის სჯეროდა, რომ ესტონეთი გახდებოდა ნატოს წევრი. უკრაინისთვის და საქართველოსთვის პერსპექტივა ნათელი უნდა იყოს
- +

27 იანვარი. 2022. 23:55

 

 

1991 წელს არავის სჯეროდა, რომ ესტონეთი გახდებოდა ნატოს წევრი. უკრაინისთვის და საქართველოსთვის პერსპექტივა ნათელი უნდა იყოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ის აღნიშნავს, რომ ორივე ასპირანტი ქვეყანაში გაწევრიანების შესაძლებლობების ფანჯრისთვის მზად უნდა იყოს.

 

„მადრიდის სამიტი უნდა იყოს ძალიან მკაფიო, ისეთი მკაფიო როგორც არასდროს და ისეთი ძლიერი, როგორც აქამდე არ ყოფილა.თუ ჯერ ვერ წავალთ წინ, მაშინ უნდა გავიმეოროთ ბუქარესტი. ამ მომენტში გამეორებას და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ ერთგულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, მე მინდა კიდევ უფრო წინ წასვლა. მე ვარ ყოფილი დიპლომატი და მჯერა დიპლომატიის. სანამ ვსაუბრობთ, მანამდე ტყვიების ხმა არ გვესმის. მე ნანახი მაქვს მოსკოვში 2007-ში ესტონეთზე კიბერთავდასხმის და 2008-ში ომის დაწყების დროს, როგორ შეუძლია პრეზიდენტის ადმინისტრაციას ფაქტებით მანიპულირება.

 

დღეს პუტინს აქვს შანსი საკუთარ ხალხს უთხრას, რომ მოლაპარაკებებში რაღაც დოზით პროგრესს მიაღწია, შეწყვიტოს რიტორიკა და ეს პოზიტიურად გაყიდოს რუსეთში, მაგრამ ამავე დროს პუტინს შეუძლია თქვას, რომ ეცადა და ვერ დაითანხმა დასავლეთი, ამიტომაც ერთადერთი გზა ომია. დიპლომატიით კი, როდესაც ეს ორი სცენარია მაგიდაზე, ჩვენ შეგვიძლია მშვიდობა გავახანგრძლივოთ, თუნდაც ცარიელი დიალოგი გადადებს ან გამორიცხავს ომს“, - ამბობს კალიურანდი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner