logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ცხოველთა სამყაროშიც კი არის დაუწერელი ქცევის ნორმები
- +

28 იანვარი. 2022. 00:22

 

 

დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში „მთავარი არის“ მიერ გაზიარებულ ვიდეორგოლს ეხმაურება, რომელშიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მისი არასრულწლოვანი შვილი ფიგურირებენ.

 

„დღეს მთავარ არხად წოდებულმა „გებელს TV-მ“ თემების დეფიციტის ფონზე გააზიარა სოციალურ ქსელში გავრცელებული, ირაკლი კობახიძისა და მისი პატარა ბავშვის ამსახველი ვიდეორგოლი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ღვარძლიანმა, შეურაცხმყოფელმა და ბოროტების ენით დაწერილმა კომენტარებმა არასრულწლოვანი შვილისა და მისი მამის მისამართით - ამ ე.წ. ტელევიზიის სიძულვილის ლიმიტსაც გადააჭარბა, ეს ვიდეორგოლი აიღეს თავისი გვერდიდან.

 

ცხოველთა სამყაროშიც კი არის რაღაც წითელი ხაზები და დაუწერელი ქცევის ნორმები, როდესაც გვალვის დროს წყალსაცავთან მისული მტაცებლები და მათი პოტენციური საკვები არ ერჩიან ერთმანეთს საერთო წყურვილის დაკმაყოფილებისას. გენმოდიფიცირებულ ადამიანთა ანკლავში მსგავსი წესები არ მოქმედებენ მოწინააღმდეგის ბანაკის ოჯახის წევრებთან და მით უმეტეს, არასრულწლოვან ბავშვებთან მიმართებაშიც. გაშმაგებულ ნაცებს „გებელსმა“ სალანძღავად გემრიელი „ლუკმა“ გადმოუგდო და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ხანში აიღეს „მთავარი არხის“ გვერდიდან ეს ვიდეო - გოიმობის, ბოროტების, სიბნელის, სიძულვილის და ტოტალური უნამუსობის გამოსავლენად, საკმარისი დრო გავიდა. ამიტომ ყრიხართ პოლიტიკურ სანაგვეზე და ამიტომ სძულხართ ქართველ ხალხს“, - წერს ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner