logo_geo
eng_logo
დავით საგანელიძე: არც „მრეწველები“ და არც რესპუბლიკური პარტია კოალიციას არ დატოვებენ
- +

7 მარტი. 2016. 17:44


„საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, არც „მრეწველები" და არც რესპუბლიკური პარტია კოალიციას არ დატოვებენ.



მე იმდენი წელია პოლიტიკაში ვარ, იმდენი პარლამენტი, უთანხმოება და დაპირისპირება მაქვს გამოვლილი, ნამდვილად არ ვიტყოდი, რომ ეს რაიმე სერიოზული დაპირისპირებაა, რამაც შეიძლება მნიშველოვანი ცვლილებები გამოიწვიოს კოალიციაში. ცხადია, გარკვეული გაუგებრობები ხანდახან მწვავე ხასიათს იღებს, რადგან პოლიტიკაში ყველაფერი ხდება.

საბოლოო ჯამში, კოალიციაში საღი აზრი გაიმარჯვებს. არ მგონია, ამას დიდი კონფლიქტი მოჰყვეს. რაც შეეხება დატოვებას, არ მგონია, რომელიმე პარტიამ კოალიცია დატოვოს და ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ", - განაცხადა დავით საგანელიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner