logo_geo
eng_logo
ირაკლი ბათიაშვილი: „სახალხო კრებიდან“ ჩემი წამოსვლა სწორი იყო
- +

4 აგვისტო. 2016. 12:51




ირაკლი ბათიაშვილმა" სახალხო კრება" დატოვა. ალიასთან საუბრისას ბათიაშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა ნინო ბურჯანაძესთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და მიიჩნევს, რომ ნინო ბურჯანაძე ქართული პოლიტიკის სპექტრში ერთ-ერთი გამოკვეთილი მაღალი კლასის პოლიტიკური ფიგურა გახლავთ.



 „რაც შეეხება ნინო ბურჯანაძისადმი ჩემს დამოკიდებულებას, როგორც მაშინ, ახლაც მიმაჩნია, რომ ნინო ბურჯანაძე არის დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ერთ-ერთი გამოკვეთილი მაღალი კლასის, მაღალი ხარისხის პოლიტიკური ფიგურა, რომლის უნარები და ნიჭი, რა თქმა უნდა, ქვეყანამ უნდა გამოიყენოს.

 

ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და არანაირი პირადი უთანხმოება არ მოგვსვლია. „სახალხო კრებიდან" რამდენიმე თვის წინ წამოვედი, ამ საკითხზე პრინციპულად არ ვლაპარაკობდი, არ მსურდა აჟიოტაჟის ატეხა, ინფორმაციამ სპონტანურად გაჟონა.

 

ნინო ბურჯანაძესთან მქონდა საუბარი და მას დავუფიქსირე, რომ არ მქონდა სურვილი საარჩევნო მარათონში მონაწილეობის მიღების და იმ საარჩევნო სიაში ყოფნის, რომლის ლიდერიც ნინო ბურჯანაძეა.

 

ამის გარდა, სხვა ფაქტორებიც არსებობს, რის გამოც მე მივიღე წამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება, ახლა არ მსურს საუბარი.

 

ნინო ბურჯანაძე პრორუსული ძალა არ არის და ეს იარლიყი „ნაციონალებმა" მიაწებეს. მთლიანობაში ჩემი გადაწყვეტილება „სახალხო პარტიიდან" წამოსვლასთან დაკავშირებით სწორი იყო.

 

რამდენიმე წელია პოლიტიკურ პარტიაში არ ვყოფილვარ, მაგრამ თუკი საჭირო გახდება და ამას მოითხოვს გარკვეული პოლიტიკური ვითარება, რომ პოლიტიკურად გავაქტიურდე, პროცესებში აუცილებლად ჩავერთვები", - ამბობს ირაკლი ბათიაშვილი.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner