„თეა წულუკიანის წინამორბედებს არ ჰქონდათ ასეთი პოლიტიკური წონა და ასეთი უფლებები. არასდროს არ გვყოლია ასეთი „მძიმეწონოსანი“ მინისტრი“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ თეატრის და კინოს რეჟისორმა, ავთო ვარსიმაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, რომ საბჭოთა კავშირში არ იყო კერძო თეატრები, შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ეს სისტემა მაინც გაგრძელდა და ფაქტობრივად დღემდე მოვიდა - კულტურის ობიექტი არის ის, რომელიც არის სახელმწიფო პატრონაჟის ქვეშ, ხოლო რაც არაა სახელმწიფო პატრონაჟის ქვეშ, ის კულტურა არაა. დაახლოებით ასეთი დამოკიდებულება იყო. მე ვფიქრობ, რომ მათ, ვინც თეა წულუკიანს საბჭოთა სისტემის დაბრუნებას აბრალებს, თვითონ არ სურთ საბჭოთა სისტემის ხელიდან გაშვება. თეა წულუკიანის წინამორბედებს არ ჰქონდათ ასეთი პოლიტიკური წონა და ასეთი უფლებები. არასდროს არ გვყოლია ასეთი „მძიმეწონოსანი“ მინისტრი“, - აცხადებს ავთო ვარსიმაშვილი.