რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელშიც „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მცირეწლოვან შვილთან ფიგურირებს. შესაბამისი განცხადება პარლამენტის დეპუტატმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„ძალადობა და ორმაგი სტანდარტი არის ნაციონალური მოძრაობის ორგანული და „მორალური” სახე! ნებისმიერი ოპონირების დროს ოჯახი და განსაკუთრებით ბავშვები, ხელშეუხებელია! ეს არის მინიმალური, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სტანდარტი, რომლის დარღვევას არავის პატიობს საზოგადოება.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის კონტროლირებად მედიასთან ერთად ჩათვალა, რომ ეს უმსგავსობა რაიმე სახის დივიდენდს მოუტანდა და მისი ტირაჟირება გადაწყვიტა. ის ადამიანები კი, ვინც სულ ცოტა ხნის წინ, ვითომ შშმ პირთა უფლებებზე აღშფოთდნენ და მაინც, სულ „უნარშეზღუდულებს” გვიწოდებდნენ, ახლა დუმან… თუმცა, ამ დუმილით სინამდვილეში, ორმაგ სტანდარტებს აწერენ ხელს“, - წერს იონათამიშვილი.