logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: იმედის მომცემია ნატოს განცხადებები - ნატო უკან არ დაიხევს, მისი ღია კარის პოლიტიკა უცვლელი რჩება
- +

28 იანვარი. 2022. 02:21

 

 

„ძალიან იმედის მომცემია ნატოს განცხადებები - ნატო უკან არ დაიხევს, მისი ღია კარის პოლიტიკა უცვლელი რჩება“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

 

„ბრიუსელში გვეუბნებიან, რომ ევროკავშირიც ასეთი ერთიანი რუსეთთან არასდროს ყოფილა. ევროკავშირი აქტიურად განიხილავს სანქციების საკითხს. ეს არის ჩვენთვის საიმედო დასაყრდენი, მაგრამ საფრთხეები ამით არ მცირდება. საფრთხეები არიან ძალიან რეალური. სწორედ ამ საფრთხეებზე და შესაძლო სცენარებზე გვაქვს შეხვდები ბრიუსელში. ვესაუბრებით ევროპარლამენტარებს და წევრი ქვეყნების ელჩებს.

 

ძალიან საინტერესო აზრთა გაცვლა გვქონდა ჰოლანდიის ელჩთან, ესტონეთის დიპლომატთან და შეხვედრა გვექნება გერმანიის და ჩეხეთის ელჩებთან ევროკავშირში. ჩვენი აზრები თანხვედრაშია. ისინი შესაძლო სცენარებს, რასაც განვიხილავთ ეთანხმებიან. ჩვენი არგუმენტები მათთვის მისაღებია. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ შედეგებით, რაც ბრიუსელში ამ შეხვედრებიდან გვაქვს. თუ სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში მოხდება, მაშინ ისინი სანქციებს აამოქმედებენ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner