„დაიდება შედეგები, რომ ამ 9 თვეში რამდენი რამ შემოვიდა ქვეყნის შიგნით ეროვნული კოლექციების თვალსაზრისით, რამდენი სამუზეუმო საცავი გამდიდრდა, რამდენ მუზეუმში დაიწყო რემონტი“, - ამის შესახებ ხელოვნების სახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ძირითადად არის ბულინგი ზოგად თემებზე შეურაცხმყოფელი, კარიკატურული, მაგრამ არასოდეს არის რაღაც კონკრეტული ფაქტი, რა კონკრეტული ფაქტი გაფუჭდა. პირიქით, გაფუჭებულის გამოსწორება მიმდინარეობს და იმის ნაცვლად, რომ იყოს მადლიერება არის აბსოლუტური გაუმართლებელი ბრალდებები. ეს ყველა მცდელობა წარუმატებლობისკენ არის განწირული. რადგან აქ არის კონკრეტული საქმეები, რომელიც გაკეთდა. დაიდება შედეგები, რომ ამ 9 თვეში რამდენი რამ შემოვიდა ქვეყნის შიგნით ეროვნული კოლექციების თვალსაზრისით, რამდენი სამუზეუმო საცავი გამდიდრდა, რამდენ მუზეუმში დაიწყო რემონტი“, - განაცხადა გიორგი კალანდიამ.