კულტურის და ძეგლტა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ რუსთაველის თეატრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე „ალიასთან" ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელს შესთავაზა თანამდებობა დაეტოვებინა, რაც ასე არ მოხდა. ამის შემდეგ გადაწყვეტილება უკვე სამინისტრომ მიიღო მის გატავისუფლებასტან დაკავშირებით.
„სამწუხაროდ, ვერ ვხვდები პრობემის დარეგულირების სხვა გზას, რადგან ამან მიიღო აბსოლუტურად მიუღებელი ფორმები და შეუთანხმებლობა, ამიტომ სამხატვრო ხელმძღვანელს შევთავაზე, დაეტოვებინა შეთავაზებული პოზიციები, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
ამის შემდეგ სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო სამხატვრო ხელმძღვანელის გათავისუფლების შესახებ.
გავეცი განკარგულება, რომ ჩვენმა აუდიტმა შეისწავლოს თეატრის მდგომარეობა. ბუნებრივია, ამ პერიოდში პასუხისმგებელი პირია საჭირო. ამიტომ დროებით ალექსანდრე მოწონელიძე შეასრულებს დირექტორის მოვალეობას.
სამინისტრო არაფერში არ ჩარეულა. ოპერის 300 კაციანი დასის უმეტესობა (180-მდე ადამიანი) უკვე რამდენიმე კვირაა, რაც დავით კინწურაშვილის გათავისუფლებას მოითხოვდა. თეატრში შესაძლო ფინანსური დარღვევების შესწავლის მიზნით სამინისტროს ინიციატივით თეატრში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შევიდა.
ალბათ დადგება დათხოვნილი თანამშრომლების სამსახურში აღდგენის საკითხიც", - აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.