„ამჟამად ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე საუბარი საერთოდ არ არის“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გაზეთ Westdeutsche Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში.
„ყველამ, მათ შორის რუსეთმაც იცის, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ახლა დღის წესრიგში არ დგას. უკრაინელ ხალხს მშვიდად და უსაფრთხოდ ცხოვრება სურს. დონბასში მომხდარი კონფლიქტის გამო, ბევრი მათგანი წლების განმავლობაში თავის ოჯახებს დაშორებულია. ამაზეა საუბარი და არა ნატოში გარდაუვალ გაწევრიანებაზე. ამიტომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ისევ ვისაუბროთ მინსკის შეთანხმების შესრულებაზე, რათა ადამიანებმა თავისუფლად და უსაფრთხოდ იცხოვრონ“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.