„როდესაც შენ ამომრჩეველი გენდო, დავალება მოგცა, უნდა შეხვიდე პარლამენტში და იმუშაო. მით უმეტეს, თუ ამაში ხელფასს იღებ, მთლად სირცხვილი და თავის მოჭრაა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ ანალიტიკოსმა, მამუკა არეშიძემ განაცხადა.
„მთავარია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს პარლამენტში. სააკაშვილის დუმილი მაფიქრებინებს, რომ მას აწყობს ორი დაპირისპირებული მხარე იყოს. მე, ვთვლი რომ სააკაშვილის ჩამოსვლის ერთ-ერთი მოტივაცია იყო, რომ ნიკა მელიამ დაიწყო ახალი პარტიის კეთება, ახალი ხალხი მოიყვანა, ხალხი, რომლისთვისაც ნიკა მელია იყო მთავარი და არა სააკაშვილი და ამან გამოიწვია სერიოზული ვნებათაღელვა პარტიაში. გარდა ამისა ნიკა მელია ქმნიდა თავის დღის წესრიგს, თავის ტაქტიკას, რაც მიუღებელი იყო სააკაშვილისთვის“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.