„რასაც თეა წულუკიანი გამქრალ ექსპონატებზე ამბობს, ეს არის გამყარებული ფაქტებით. გარდა ამისა, ეროვნული მუზეუმის დღევანდელი ხელმძღვანელისგან ამის უარყოფა ჩვენ არ მოგვისმენია“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ ხელოვნების სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ განაცხადა.
„რასაც თეა წულუკიანი გამქრალ ექსპონატებზე ამბობს, ეს არის გამყარებული ფაქტებით. გარდა ამისა, ეროვნული მუზეუმის დღევანდელი ხელმძღვანელისგან ამის უარყოფა ჩვენ არ მოგვისმენია. ხმაურობენ სხვა თანამშრომლები, მაგრამ თავად ეროვნული მუზეუმის დირექტორს არასოდეს უთქვამს, რომ ეს ასე არაა. ეს მაფიქრებინებს იმას, რომ ეს ახლოსაა რეალობასთან. აქედან გამომდინარე, მე როგორც ვიცი, სულ მალე ეს ფაქტები კიდევ უფრო საჯარო გახდება. ის, რომ ხელოვნების მუზეუმი, ქვეყნის ყველაზე დიდი საგანძური, ამდენი ხნის განმავლობაში იყო დახურული, დამეთანხმეთ, რომ ამას გამოსწორება სჭირდება. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემა მოგვარდება“, - ამბობს გიორგი კალანდია.