logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: მათმა ბელადმა კორუფციონერი უწოდა და საშინელი სიტყვებით ლანძღა უკრაინის ელჩი, ახლა გაუჩნდათ ელჩთან შეხვედრის სურვილი?
- +

28 იანვარი. 2022. 12:20

 

„ნაციონალური მოძრაობის“ უთავმოყვარეობას და „პრინციპულობას“ საზღვარი არ აქვს, მათი თითოეული ქმედება ამის ყოველდღიური დადასტურებაა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინის ელჩთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შეხვედრებს.

 

ნიკოლეიშვილის თქმით, „ნაცმოძრაობის“ ბელადმა და სულიერმა ლიდერმა სულ მექრთამე და კორუფციონერი უწოდა და საშინელი სიტყვებით ლანძღა უკრაინის ელჩი.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ უთავმოყვარეობას და „პრინციპულობას“ საზღვარი არ აქვს. ეს ახალი არავისთვის არ არის. მათი თითოეული ქმედება ამის ყოველდღიური დადასტურებაა... მაგალითად, როცა გუშინ უკრაინის ელჩთან დამწუხრებული მალვინას სახით შედიოდნენ... ჯერ იყო და მათმა ბელადმა და სულიერმა ლიდერმა სულ მექრთამე და კორუფციონერი უწოდა და საშინელი სიტყვებით ლანძღა უკრაინის ელჩი. ახლა გაუჩნდათ ელჩთან შეხვედრის სურვილი? მათ ფეხებზე ჰკიდიათ უკრაინაც და ყველაფერი... მთავარია მათთვის ვიწროპარტიული ინტერესები“, - წერს ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner