„თბილისსა და მოსკოვს შორის დაგეგმილი ფრენა ქვეყნებში არსებული მძიმე ეპიდვითარების გამო გაუქმდა“, - ამის შესახებ ავიაკომპანია „Georgian Airways“-ის პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ორ ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით რეისი არ შესრულდება.
შეგახსენებთ, რომ „Georgian Airways“-ის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 28 იანვარს მოსკოვის მიმართულებით ჩარტერული რეისი შესრულდებოდა, თუმცა, მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ფრენა გაუქმდა. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი, ერთჯერადი ჩარტერული რეისი ბიზნესმენების დაკვეთით სრულდებოდა.