logo_geo
eng_logo
ზაზა მარიდაშვილი: ბრიუსელში პარლამენტის დელეგაციის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ NATO მზადაა, მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან
- +

28 იანვარი. 2022. 12:50

 

„ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ NATO მზადაა, მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან, რისი ლოგიკური გაგრძელებაც უნდა გახდეს ჩვენი NATO-ში გაწევრიანება“, - წერს იურისტი ზაზა მარიდაშვილი სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, ცნობილია ისიც, რომ ამ პოზიციას NATO-ს ასპირანტი და წევრი ქვეყნები უკვე მადრიდის სამიტზე დააფიქსირებენ და ეს იქნება უმთავრესი გზავნილი NATO-საქართველოს ურთიერთობებში.

 

„ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ NATO მზადაა მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან, რისი ლოგიკური გაგრძელებაც უნდა გახდეს ჩვენი NATO-ში გაწევრიანება ცნობილია ისიც, რომ ამ პოზიციას NATO-ს ასპირანტი და წევრი ქვეყნები უკვე მადრიდის სამიტზე დააფიქსირებენ და ეს იქნება უმთავრესი გზავნილი NATO-საქართველოს ურთიერთობებში; აღნიშნული ფაქტი მიუთითებს, რომ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები არის სწორი და შეესაბამება NATO-ს მიერ აღიარებულ სტანდარტებს; საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციაც სწორედ აღნიშნული სტანდარტების მატარებელია, რასაც, რაგასაკვირია და, ვერანაირად ვერ ჩაწვდა ოპოზიციის გაერთიანებული გონი. მსოფლიოში მიმდინარე რთული პროცესები პოპულიზმისთვის და გაუაზრებელი პოლიტიკური განცხადებებისთვის ადგილს არ ტოვებს. სამწუხაროდ, ოპოზიცია იმასაც ვერ აცნობიერებს, რომ ამ საკითხებში ქულების დაწერის მიზნით ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობები პირველ რიგში ჩვენ ქვეყანას აყენებს ზიანს“, - წერს ზაზა მარიდაშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner