სოხუმი წყალდიდობის შედეგად დაიტბორა. ძლიერი წვიმის შემდეგ, კალაპოტიდან რამდენიმე მდინარე გადმოვიდა, დატბორილია ქალაქის ქუჩები და შეფერხებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ყველაზე მეტად ქალაქის ცენტრალური ნაწილი დაზარალდა.
ე.წ. ადმინისტრაციის კომუნალური სამმართველოს უფროსის განცხადებით, წყალდიდობის შედეგების სალიკვიდაციოდ სპეციალური კომისიაა შექმნილი.
სტიქიამ მოგლიჯა ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი სადენები და ქალაქი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.