logo_geo
eng_logo
2022 წელს აჭარაში არაერთი მასშტაბური სოციალური პროექტი სრულდება
- +

28 იანვარი. 2022. 13:17

 

აჭარის მთავრობის სხდომაზე განიხილეს ის მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც 2022 წელს სრულდება.

 

2022 წელს დასრულდება ყველაზე მასშტაბური სოციალური პროექტი, ე.წ ოცნების ქალაქის პირველი ეტაპი, სადაც 582 ოჯახი მიიღებს ბინას. უკვე დაიწყო ,,ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის განხორციელებისთვის საჭირო პროცედურები.

 

ასევე, დასრულდა სოციალური სახლის მშენებლობა ქედაში და რამდენიმე დღეში 20 ოჯახი უსაფრთხო გარემოში გააგრძელებს ცხოვრებას. სოციალური სახლების მშენებლობა აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება.

 

2022 წელს ექსპლუატაციაში შევა მყარი ნარჩენების მართვის ობიექტი ქობულეთში, დაიწყება ბათუმის ნაგავსაყრელის დახურვისთვის საჭირო პროცედურები, რაც განაპირობებს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას და გააუმჯობესებს ეკოლოგიურ, სოციალურ, ტურისტულ გარემოს,“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner