ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში აზიარებს სააგენტო on.ge-ს რედაქტორის ხატია ღოღობერიძის facebook-პოსტს, სადაც ირაკლი კობახიძე მის მცირეწლოვან შვილთან ერთად არის.
პოსტს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მხრიდან არაერთი სალანძღავი და დამცინავი სიტყვა მოჰყვა.
ექსპერტი მოუწოდებს სახალხო დამცველს და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინონ ფაქტთან დაკავშირებით.
„ეს ელემენტი არის ვინმე ხატია ღოღობერიძე, სააგენტო on.ge-ს მთავარი რედაქტორი. ეს ე.წ. ჟურნალისტი, რომელიც წესით ადამიანის უფლებების უმაღლეს სტანდარტებს უნდა იცავდეს, აზიარებს ვიდეოს, რომელშიც ირაკლი კობახიძე არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფება. მით უმეტეს, ვიდეოში ბავშვის სახე დაბლარულიც კი არ არის. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივის მიერ ამ ვიდეოს არაერთი სალანძღავი და დამცინავი სიტყვები მოჰყვა. ახლა მივმართავ სახალხო დამცველს და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, ამ მარაზმზე რეაგირება მოახდინონ. სასწრაფოდ გააკეთეთ განცხადება, რომ დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის ბულინგი და სახის ოდნავ შესანარჩუნებლად, სიტყვით მაინც დაგმეთ ეს სიბინძურე!“ - წერს ანდრია გვიდიანი.