logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: რა პოლიტიკური ვნებები უნდა ჰქონდეს პატარა გოგონას, რომ ბავშვს, რომელიც მამასთან ერთად არის, თავს დაესხა ღიმილით, გადაიღო და ნიკა გვარამიასთან ამით თავი მოიწონო
- +

27 იანვარი. 2022. 21:16

 

„ის, რაც ამ ვიდეოს გადაღებას მოჰყვა, ზუსტადაც რომ თავდასხმაა. თავდასხმა, რომელიც უკან დაუბრუნდა. რამდენი ლარი იყო პრემია?“ - ამის შესახებ ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, გაუგებარია, რა პოლიტიკური ვნებები და იდეოლოგიური განსხვავება უნდა ჰქონდეს პატარა გოგონას, რომ ბავშვს, რომელიც მამასთან ერთად არის, თავს დაესხა?

 

„არაფერი. დიახ, არაფერი არ უნდა მოსთხოვო გიენებს. არაფრისკენ არ უნდა მოუწოდო სულით და სხეულით მდაბიო ხალხს. არ უნდა იწვალო. რა პოლიტიკური ვნებები და იდეოლოგიური განსხვავება უნდა ჰქონდეს პატარა გოგონას, რომ ბავშვს, რომელიც მამასთან ერთად არის, თავს დაესხა? თავს დაესხა ღიმილით, ნაბო@@რულად გადაიღო და ნიკა გვარამიასთან ამით თავი მოიწონო. ის, რაც ამ ვიდეოს გადაღებას მოჰყვა, ზუსტადაც რომ თავდასხმაა. თავდასხმა, რომელიც უკან დაუბრუნდა. რამდენი ლარი იყო პრემია? ცირკთან უფრო ნაკლებია და „მთავარში“ „მუშაობა“ ჯობია? სრული ნული! არ მინდა იმ ვიდეოს განხილვა, რომელიც „მთავარმა“ დადო და მერე აიღო. არ მინდა, იმიტომ რომ სიბინძურესთან შეხება ცუდია. ცოდოა იმ „სკანდალური“ ვიდეოს ავტორი. ძალიან ცოდოა“, - წერს გაბრიჭიძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner