„რუსეთი ომით დაინტერესებული არ არის, თუმცა უსაფრთხოების სფეროში თავისი ინტერესების უგულებელყოფას არ დაუშვებს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.
„თუ ეს რუსეთზეა დამოკიდებული, მაშინ ომი არ იქნება. ომი არ გვსურს, თუმცა ჩვენი ინტერესების უგულებელყოფას არ დავუშვებთ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
სერგეი ლავროვის თქმით, უსაფრთხოების საკითხებზე აშშ-თან და NATO-სთან მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და რუსეთი არ იცვლის საკუთარ პოზიციებს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.