logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: ომი არ გვსურს, თუმცა, ჩვენი ინტერესების უგულებელყოფას არ დავუშვებთ
- +

28 იანვარი. 2022. 14:55

 

„რუსეთი ომით დაინტერესებული არ არის, თუმცა უსაფრთხოების სფეროში თავისი ინტერესების უგულებელყოფას არ დაუშვებს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

 

„თუ ეს რუსეთზეა დამოკიდებული, მაშინ ომი არ იქნება. ომი არ გვსურს, თუმცა ჩვენი ინტერესების უგულებელყოფას არ დავუშვებთ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

სერგეი ლავროვის თქმით, უსაფრთხოების საკითხებზე აშშ-თან და NATO-სთან მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და რუსეთი არ იცვლის საკუთარ პოზიციებს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner